საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2017 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაამზადა 3 300 ერთეულზე მეტი ყალბი ერთლარიანი მონეტა, რომლებიც ქალაქ თბილისში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით გაასაღა.
”საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ბრალდებულის მიერ დამზადებული და გასაღებული ყალბი ერთლარიანი მონეტები, მონეტების დასამზადებლად საჭირო მასალა, ყალიბები და ხელსაწყოები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით,“ - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
წყარო:bm.ge
რამდენ საათს მოიცავს ნორმირებული სამუშაო დრო?
რას გულისხმობს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები?
როგორ და ვის შეიძლება დაენიშნოს მეურვე/მზრუნველი?
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი