error1740 2018.01.11
2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე საქართველოს მოქალაქეობა 3 000 უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიენიჭა

იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე საქართველოს მოქალაქეობა 3 000 უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიენიჭა. 

„2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე კომისიამ 5 321 მოქალაქეობის საქმე განიხილა,რომელთაგან 3 097 საქმეზე დადებითი დასკვნა გამოსცა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა. 3 097-დან 2 550 პირი ან საქართველოში დაბადებული (1 945 პირი), ან საქართველოში დაბადებული და ამავდროულად საქართველოს ყოფილი მოქალაქე (1 072 პირი), ან კიდევ მათი ოჯახის წევრი იყო.

 

2017 წლის საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტმა კომისიის მიერ მისთვის წარდგენილი 3 097 დადებითი დასკვნიდან 97 პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობა უარყო, ხოლო დანარჩენ 3 000 უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.

 

იმ 97 პირიდან, რომელთა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ რეკომენდაცია პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა, 74 პირი ან საქართველოში იყო დაბადებული, ან საქართველოში დაბადებული და ამავდროულად საქართველოს ყოფილი მოქალაქე, ან კიდევ მათი ოჯახის წევრი იყო.

 

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული 97 პირის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილებიდან 64 უარი მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც 2017 წლის 1 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა საჯაროდ გამოაცხადა მოქალაქეობის მინიჭების სფეროში მის მიერ პოლიტიკის გამკაცრების შესახებ (კრიტერიუმები ამ ეტაპზე უცნობია). 97-დან 70 პირი იყო საქართველოში დაბადებული, 27 კი - საქართველოს ყოფილი მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქის/საქართველოში დაბადებული პირის ოჯახის წევრი. კომისიის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ დადებითი დასკვნის გამოცემის მომენტისათვის, ზემოხსენებული 3 097 უცხოელიდან 2 363 პირი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ერთ-ერთი სახელმწიფოს მოქალაქე იყო, 277 პირი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, 219 ამერიკული სახელმწიფოების, 221 აზიური სახელმწიფოების, 1 პირი არაბული სახელმწიფოების, 5 აფრიკული სახელმწიფოების, 11 პირი კი - სხვა სახელმწიფოების მოქალაქე.

 

ინფორმაციისთვის, 2017 წლის საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტმა, მისთვის კანონით მინიჭებული პრეროგატივის ფარგლებში, პროცედურის დაუცველად და შესაბამისად კომისიის მიერ საქმეთა შესწავლის გარეშე, 8 პირს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. მათგან 3 რუსეთის, 3 გერმანიის, დანარჩენი კი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.“- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

 

 

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში