error1483 2018.01.11
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 34 კანდიდატი მოსამართლის თანამდებობაზე განამწესა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 34 კანდიდატი მოსამართლის თანამდებობაზე განამწესა, მათგან 15 კანდიდატი არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსწავლე, რომლებმაც მოსამართლის მანტია სამწლიანი გამოსაცდელი ვადით მოირგეს, დანარჩენი 19 მოსამართლე კი უვადოდ განწესდა. 

საერთო ჯამში კი, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ 57 კანდიდატს უყარა კენჭი. 

კენჭისყრის დასრულების შემდეგ იუსტიციის საბჭოს მდივანმა უპასუხა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტის ოლიკო შერმადინის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა კენჭისყრის პროცესი წინასწარ შეთანხმებული გადაწყვეტილებების ფონზე მიმდინარეობდა. ასევე შერმადინის თქმით, კანდიდატთა ნაწილმა გასაუბრების დახურვა მოითხოვა, რაც კითხვებს აჩენს. 

იუსტიციის საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ მესამე სექტორის წევრის ამ განცხადებას უსაფუძვლო უწოდა და განმარტა, რომ გასაუბრების ფორმატს კანდიდატები თვითონ არჩევენ. 

„ამ შენიშვნას საფუძველი ნამდვილად არ აქვს, იმიტომ რომ გასაუბრება ღია თუ დახურულ ფორმატში ჩატარდება, ეს არის კანდიდატის გადასაწყვეტი. ამიტომ ამ პროცესში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არანაირი წვლილი არ მიუძღვის, ანუ საბჭოს არ შეუძლია მოსთხოვოს კანდიდატს, რომ აირჩიოს ღია თუ დახურული ფორმატი, შესაბამისად, ამას კანდიდატები თავად წყვეტენ და ეს არის აბსოლუტურად მათზე დამოკიდებული პროცესი“,- განაცხადა მიქაუტაძემ. 

გიორგი მიქაუტაძემ ასევე უპასუხა შერმადინის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით „საბჭოს მოსამართლე წევრებთან დაახლოებული“ ერთ-ერთი კანდიდატი, კერძოდ კი, საბჭოს მდივნის მეუღლე მაია კვირიკაშვილი მოსამართლედ განწესდა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით. 
„ჩემი მეუღლის მიმართ მიმდინარე პროცესებში მე ნამდვილად არ ჩავრეულვარ. მონაწილეობა არ მიმიღია არც შეფასებაში, არც გასაუბრებასა და არც კენჭისყრაში“, - განაცხადა მიქაუტაძემ. 

რაც შეეხება კანდიდატ გიორგი არევაძეს, რომელმაც უვადო მოსამართლის განწესების თაობაზე იუსტიციის საბჭოდან საკუთარი განაცხადი ერთი დღით ადრე უკან გაიტანა, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს, საბჭოს მდივნისთვის ეს უცნობია. გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, განაცხადის უკან გატანის შემდეგ არევაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია. 
„მარტო გიორგი არევაძეს არ გაუტანია განცხადება. იყვნენ სხვა კანდიდატები, რომლებმაც განცხადებით მიმართეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოითხოვეს, რომ მათი განცხადება განუხილველი დარჩენილიყო. ეს მათი უფლება არის. ამ შემთხვევაში ეს მათგან დასაბუთებას არ ითხოვს“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ. 

 

წყარო: ipn.ge
 

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება