error2527 2018.01.12
შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი მიენიჭა

 1 იანვრიდან, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტს პირობების გარდა, შრომითი უფლებების შემოწმების შესაძლებლობაც ექნება. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის N603 დადგენილებით, დამტკიცდა შრომის პირობების ინსპექტირების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიმდინარე წლის 1 იანვრიდანვე ამოქმედდა.

 

„პროგრამის მიზანია, დაეხმაროს დამსაქმებელს, უზრუნველყოს შრომის კანონმდებლობითა და შრომის უსაფრთხოების ნორმებით (შემდგომში – შრომის პირობები) გათვალიწინებული მოთხოვნების დაცვა,“- ნათქვამია დოკუმენტში.

 

ზემოხსენებული დადგენილების თანახმად, პროგრამის ამოცანებია: შრომის პირობების დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, ინფორმირება და კონსულტირება, იძულებითი შრომის პრევენციის მიზნით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების შესახებ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სტანდარტების შემუშავება/გადასინჯვა.

 

აქამდე აღნიშნულ დეპარტამენტს კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებში მხოლოდ პირობების შემოწმების მანდატი ჰქონდა. თუმცა, ძალაში რჩება წინასწარი ნებართვის აღების პრინციპი - ანუ, შრომის ინსპექციას დამსაქმებლის შემოწმება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ დამსაქმებლის მხრიდან წინასწარი ნებართვა აქვს. ასევე, ამავე პროგრამის მიხედვით, კომპანიას, ან დაწესებულებას, რომლის შემოწმებაც იგეგმება, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული დეპარტამენტი 5 დღით ადრე გააფრთხილებს.

 

ახალი პროგრამით, ძალაში რჩება რეკომენდაციების გაცემის პრაქტიკაც - ანუ, თუ დამსაქმებლის მხრიდან შრომითი პირობების ან უფლებების დარღვევა გამოვლინდა, შრომით ინსპექციას მისი დაჯარიმება არ შეეძლება და დეპარტამენტი მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემს (რეკომენდაციები და დარღვევების შესახებ ინფორმაცია საჯაროა).

 

  საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს შრომის ინსპექიისათვის შრომითი უფლებების შემოწმების მანდატის მინიჭებას დადებითად აფასებს, თუმცა, კომპანიის იურისტს, ანა გორდეზიანს  მიაჩნია, რომ ზემოხსენებულ უწყებას,კონსულტირების გარდა, რეალური ბერკეტიც უნდა გააჩნდეს, რითაც შეამოწმებს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში გარკვეულ ფულად სანქციასაც შეუფარდებს დამსაქმებელს.


 „ჩვენი კომპანია მიესალმება მსგავსი სახის ინიციატივების გზით დამსაქმებელთა და დასაქმებულთათვის მაქსიმალურად მოქნილი შრომითი პირობების უზრუნველყოფის გარანტიების შექმნას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შრომის ინსპექციას, გარდა კონსულტირებისა, უნდა გააჩნდეს რეალური ბერკეტი, უზრუნველყოს დამსაქმებლის შემოწმება, თუნდაც მისი თანხმობის არარსებობის პირობებში, ხოლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, განხორციელდეს გარკვეული ფულადი საქნციების შეფარდება,“-განმარტავს ანა გორდეზიანი.

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში