მიმდინარე წლის 17 იანვარს პარლამენტის დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“, დავით ჭიჭინაძემ, განაცხადა: „გლეხს სწავლა რომ უყვარდეს ის გლეხი არ იქნებოდა რა, დამიჯერეთ სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში“. დეპუტატის ამ განცხადებას საზოგადოებაში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა და იგი დისკრიმინაციულ- და შეურაცხმყოფლურად შეაფასა, რის შემდეგაც დეპუტატმა გაკეთებული განცხადების გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და განმარტა, „ეს მოჰყვა იმას, რომ (ამბობდნენ) ჩვენ პესტიციდებს დავურიგებთ გლეხებსო და მათ მოწამლონ და მოუარონ, არ აქვთ მოვლილი ნაკვეთებიო. მაგასთან მიმართებაში იყო ეს ნათქვამი, რომ გლეხი ამ სენს ვერ დაამარცხებს იმიტომ, რომ მას სახელმწიფოებრივი მიდგომა სჭირდება,“- განმარტა დეპუტატმა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-14 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად, პარლამენტის წევრი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, კანონები და ეს რეგლამენტი, ასევე ვალდებულია დაიცვას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთათვის დადგენილი ქცევის სტანდარტები.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია პირისადმი პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა. ამასთან მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბატონი დავით ჭიჭინაძის მიერ გლეხებთან დაკავშირებით გამოთქმული მსგავსი სახის მოსაზრებება დისკრიმინაციულია, ვინაიდან ეხება კონკრეტული პირების სოციალურ კუთვნილებასა და წოდებრივ მდგომარეობს.
საქართველოს პარლამენტის წევრს თანამდებობიდან გამომდინარე, კანონით დაკისრებული ვალდებულბებიდან, ასევე მისი გამონათქვამების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით ევალება დაიცვას ქცევის სათანადო სტანდარტი და კორექტული იყოს სოციუმის ნებისმიერი ჯგუფის თუ წევრისადმი გამოთქმული მოსაზრების პარლამენტის სხდომაზე დაფიქსირებისას. ამ მოცემულობაში პარლამენტარის მიერ კონკრეტული სოციალური ჯგუფისადმი გაუნათლებლის წოდება დამამცირებელია და უხეშად ლახავს მოქალაქეების კონსტიტუციით დაცულ უფლებებს.
დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებას საადვოკატო ბიურო „OK&CG“ გამოეხმაურა. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ პარლამენტის სხდომაზე, პარლამენტრაის მიერ გაჟღერებული გლეხებთან დაკავშირებული კომენტარი დისკრიმინაციული ხასიათისაა და ეწინააღმდეგება პოლიტიკური თანამდებობის პირების ქცევისადმი კანონით დადგენილ სტანდარტს.
საადვოკატო ბიურო OK&CG-ს ადვოკატი დავით მუმლაძე აცხადებს, რომ „აუცილებელია საკანონმდებლო ორგანოს მიერ უმოკლეს პერიოდში გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის“ პროექტის სათანადო სახით დასამტკიცებლად, რათა შემდგომში თავიდან იქნას არიდებული პარლამენტის წევრების მხრიდან ანალოგიური დისკრიმინაციული სახის შეფასებები“.
2017 წლის 14 დეკემბერს ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების ინიციატივა ახალი ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ, რომლის მიზანია, დაადგინოს პარლამენტის წევრის ქცევა და განსაზღვროს წესები, რომლებიც მან უნდა გაითვალისწინოს თავის საქმიანობაში, ასევე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას პარლამენტის შენობაშიც და მის გარეთაც. აღნიშნლი კოდექსით განსაზღვრულია ქცევის წესები, რომელთა მიხედვითაც, დაუშვებელია, პარლამენტის წევრმა გამოიყენოს შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებები, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლები, მიმართვები და სიძულვილის ენის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტის წევრის მიმართ უნდა გატარდეს შემდეგი სახის დისციპლინური სანქციები:
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსის პროექტი „პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში მომზადდ“. დოკუმენტის განხილვა და მასზე გადაწყვეტილების მიღება კი უკვე მომავალ პარლამენტს მოუწევს
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში