error2093 2018.01.22
უკონტაქტო პატრულირების სტატისტიკა

2017 წლის 1-ელი ივლისიდან 2018 წლის 1-ელ იანვრამდე უკონტაქტო პატრულირების შედეგად თბილისში 5 418 ჯარიმაა დაწერილი.


 რაც შეეხება რეგიონებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რეგიონში 3 041, ხოლო იმერეთის რეგიონში - 3 657 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა. 



 შეგახსენებთ, საგზაო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, უკონტაქტო პატრულირება, ქვეყნის მასშტაბით 1-ელი ივლისიდან გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ამოქმედდა. მძღოლს უკონტაქტო პატრულირების ზონაში შესვლამდე, შესაბამისი მანიშნებელი ხვდება, რომელიც მას აფრთხილებს, რომ ის უკონტაქტო პატრულირების ზონაში შედის.

 

წყარო: ipn.ge