საადვოკატო ბიურო „Ok&CG“-სა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულებას ხელი საადვოკატო ბიურო „Ok&CG“-ის დამფუძნებელმა, ოთარ კაჭკაჭაშვილმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ მოაწერეს.
დოკუმენტის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „Ok&CG“-ში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლისა და ასევე, დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ. მემორანდუმის მიზანი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტთა დასაქმება და შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების გაზრდაა.
საადვოკატო ბიურო „Ok&CG“-ის დამფუძნებლის, ოთარ კაჭკაჭაშვილის თქმით, მემორანდუმს რამდენიმე დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია.
„კომპანია „Ok&CG“ ამ ტიპის მემორანდუმები რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელთან აქვს დადებული და ამის საკმაოდ კარგი გამოცდილება გვაქვს. აქამდე, სტუდენტები თავიანთი ინიციატივით მოდიოდნენ ჩვენს კომპანიაში დასაქმებისთვის, ახლა კი ამას უფრო ორგანიზებული ფორმა ექნება, რაც რამდენიმე კუთხით მოიტანს სარგებელს- ერთი, რომ სტუდენტები, დასაქმების პერსპექტივის გამო გაიუმჯობესებენ აკადემიურ მოსწრებას, უნივერსიტეტს გაეზრდება შესაძლებლობა, რომ სტუდენტებს დაეხმაროს დასაქმებაში და შემდეგი სარგებელი ის არის, რომ შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების რაოდენობაც გაიზრდება“- განაცხადა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.
კომპანიის მხრიდან მემორანდუმის გაფორმების ინიციატივა დადებითად შეაფასა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით, კერძო სექტორის მხრიდან დასაქმების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„მსგავსი ინიციატივები კერძო სექტორის მხრიდან განსაკუთრებით გვახარებს და მისასალმებელია, რომ მომავალი თაობისთვის სამუშაო ადგილების შექმნაზე ზრუნავთ; ვფიქრობ, ეს სტუდენტებისთვის დიდი სტიმული იქნება,“- განმარტა გიორგი შარვაშიძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს „OKGROUP“- ში შემავალმა სხვა კომპანიებაც ტურისტულმა კომპანია „OKtravel.ge“-მ, დასუფთავების კომპანია „Mycleaner.ge“-მ და უძრავი ქონების სააგენტო „Myclient.ge“-მაც გააფორმა.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში