error1370 2018.01.25
მეწარმე სუბიექტებისთვის ფულადი სახსრების მოზიდვის წესში ცვლილებებია

 საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მათთან რეგისტრაციის გარეშე მეწარმე სუბიექტები 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან ფულადი სახსრების მოზიდვას ვეღარ შეძლებენ. 

 „საკანონმდებლო ცვლილებების  შედეგად „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონს დაემატა 483-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, 2018 წლის 11 მარტიდან, მეწარმე სუბიექტს ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფს ეკრძალება 20-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვა (მათ შორის, სესხის მიღება) ან/და პირთა ფართო წრისაგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება, თუ ასეთი საქმიანობას ახორციელებს ეროვნული ბანკის მიერ არარეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის ან საბანკო საქმიანობის ლიცენზიის არმქონე სუბიექტი. 

 
 ცვლილების თანახმად, ყველა მეწარმე სუბიექტი, რომლებზეც ვრცელდება ორგანული კანონით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული შეზღუდვა, ვალდებულია, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით, 2018 წლის 11 მარტამდე, დარეგისტრირდეს ან მიიღოს შესაბამისი ლიცენზია საქართველოს ეროვნულ ბანკში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა,“- ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში. 
 
სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში