2017 წლის განმავლობაში სალიცენზიო, სანებართვო და ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევის გამო 142 სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დარღვევასთან დაკავშირებით ოქმს წერს სამინისტრო, ხოლო დაჯარიმების საკითხს შემდეგ უკვე სასამართლო განიხილავს.
სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს უწყების მიერ სამედიცინო/სააღმზრდელო დაწესებულებებში, სალიცენზიო, სანებართვო, ტექნიკური რეგლამენტის პირობების და სავარაუდო უკანონო საექიმო/სამედიცინო საქმიანობის შემოწმება 360 (2016 წელს 238 შემთხვევა) შემთხვევაში განხორციელდა.
კერძოდ: სალიცენზიო (სანებართვო) პირობების დარღვევაისთვის (მათ შორის სააღმზრდელო საქმიანობის პირობების შეუსრულებლობა) ოქმიო შედგა 96 შემთხვევაში. აქედან 67 შემთხვევაში სასამართლომ სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო (2016 წელს 45).
მაღალი რისკის საქმიანობისთვის (ტექნიკური რეგლამენტი) შედგა ოქმი, ხოლო სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა 47 ( გასულ წელს 52) შემთხვევაში.
უკანონო საექიმო და სამედიცინო საქმიანობისთვის გასული წლის განმავლობაში 11 ოქმია შემდგარი, ხოლო კლინიკა დაჯარიმდა 7 (გასულ წელს - 10) შემთხვევაში.
სალიცენზიო პირობების განმეორებითი დარღვევისთვის სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა 16 (გასულ წელს 4) შემთხვევაში, სამედიცინო/საექიმო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევისთვის დაიწერა 6 ოქმი და სამედიცინო დაწესებულებები დაჯარიმდნენ 5 შემთხვევაში.
შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სამედიცინო დაწესებულებების მიმართ დაიწერა 215 ოქმი, საიდანაც სასამართლომ 142 შემთხვევაში მიიღო კლინიკების დაჯარიმების გადაწყვეტილება, 6 შემთხვევაში განხილვა შეწყდა, 23 შემთხვევაში სასამართლომ შენიშვნა მისცა სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო 44 შემთხვევაში განხილვა გრძელდება. გასულ წელს სულ დაიწერა 138 ოქმი, სამედიცინო დაწესებულებები დაჯარიმდნენ 111 შემთხვევაში, განხილვა შეწყდა 4 შემთხვევაში, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებმა შენიშვნა მიიღეს 23 შემთხვევაში.
წყარო: ipn.ge
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში