error1582 2018.02.01
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის. კერძოდ,  უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილების შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი დაჯარიმდება.

 

დადგენილების თანახმად, გადაადგილება იმ მოტოციკლით, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ ​3 -ზე მეტია, მსუბუქი ავტომობილით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა − 8-ს არ აღემატება, სასოფლო-სამეურნეო მანქანით, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანით ან მისაბმელით – გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

 ასევე, იმ ავტობუსით გადაადგილების შემთხვევაში, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება, ან სატვირთო იმ ავტომობილით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარის ოდენობით.

 

აღნიშნული ცვლილებით,  გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს შესაბამისი ჯარიმის დაკისრებასთან ერთად ეძლევა 2-დღიანი ვადა აღნიშნული სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად. ამ ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განმეორებით არ დაეკისრება.

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში