ჩატარებული მონოტორინგის შედეგების საფუძველზე, შპს „TV ERA” კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამართალდამრღვევად ცნო. მონიტორინგით გაირკვა, რომ აღნიშნული შპს საკუთარი ქსელით საქართველოს ტერიტორიაზე იმ სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას ახდენდა, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილება კომპანიას არ გააჩნია.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, შპს „TV ERA”- სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას ახალი გარემოება გამოვლინდა, კერძოდ, კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ თავად კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ არ აქვს უფლება გაავრცელოს საქართველოს ტერიტორიაზე რიგი სამაუწყებლო არხები, რომელთა ტრანზიტს შპს „TV ERA”- ს გარდა, სხვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებიც ახორციელებენ.
„შესაბამისად, კომისიამ გამაფრთხილებელი წერილით მიმართა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს ”TV ERA”-ს, და მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ორკვირიანი ვადა განუსაზღვრა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შპს „TV ERA”-ს სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, ასევე მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „Discovery”, „Пятница“, “Интер +”, “футбол 2”, “футбол 3”, „ТНТ 4“, „Россия 1”, ”НТВ”, „Еврокино“, “History”, “Домашний”,“футбол 1”, “Animal planet”, “Eurosport 1“, “ID”, “TLC”, “TV 5“, “Наш футбол,” “VIP Премьера”, “СТС”, “Евроновости”, “TV 3”, “Иллюзион”, „VIP Мегахит“, „Матч ТВ“, „ТНТ“, “Show”, “Eurosport 2“, “Че”, “футбол 2” (უკრაინული), „Viasat sport“, футбол 1” (უკრაინული), „Ru Tv“, „Disney“ „TV 1000“ და “TV 1000 action“ არამართლზომიერი გადაცემის აკრძალვის დაკისრების შემთხვევაში დაცული იქნება კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი.
კომისიამ შპს ,,TV ERA” „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო სამართალდამრღვევად ცნო და აღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის შეწყვეტა დაავალდებულა.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში