საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, კომიტეტის წევრებმა განიხილეს ისეთი აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: კანონპროექტი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“, ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი კანონის პროექტი და ექსტრადიციის კანონსა და პრაქტიკაში არსებული პრობლემები. კომიტეტის გადაწყვეტილებით შეიქმნა კომიტეტის წევრებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც შეისწავლიან თითოეულ აღნიშნულ საკითხს და შეიმუშავებენ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს. სისხლის სამართლის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარუდგენს შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა თუ სხვა ორგანიზაციებს.
სისხლის სამართლის კომიტეტის საქმიანობის მიზანია, არსებული სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჰუმანიზაცია; სახელმწიფო სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავებასა და რეფორმირების პროცესში ადვოკატთა აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის ევროპული სტანდარტების მისაღწევად; სისხლის სამართლის სამართალწარმოების პროცესში, ადვოკატის როლის გაუმჯობესების ხელშეწყობა და დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა. აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად, კომიტეტი შეიმუშავებს კანონპროექტებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმების საკითხებზე.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გადაწყვეტილებით, ასოციაციაში შეიქმნა 18 მუდმივმოქმედი კომიტეტი სამართლის სხვადასხვა დარგის მიმართულებით. კომიტეტების მუშაობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ასოციაციის ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარებას, ასევე ადვოკატთა კორპუსის ჩართულობას სამართლის ამა თუ იმ დარგის განვითარების პროცესში.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში