error1484 2018.03.01
სანქციები და ვალდებულებები, რომლებიც უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილის მფლობელებს დაეკისრება

დღეიდან სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის მფლობელი საქართველოში სავალდებულო დაზღვევის გარეშე მოძრაობისთვის 100-200 ლარით დაჯარიმდება. 
კერძოდ, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება: ა) მოტოციკლით, რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 კუბურ სანტიმეტრზე მეტია; მსუბუქი ავტომობილით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და დასასხდომი ადგილების რაოდენობა, მძღოლის ადგილის გარდა, 8-ს არ აღემატება და სასოფლო-სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანით ან სატრანსპორტო საშუალების მისაბმელით – გამოიწვევს მძღოლის 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. 

ხოლო, სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქართველოში სხვაქვეყანაში რეგისტრირებული ავტობუსით მოძრაობა, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა 8-ს აღემატება ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – მძღოლის 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო შესატანის ოდენობა ანუ სადაზღვევო პრემია, ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიებისა და სადაზღვევო პერიოდის მიხედვით არის განსაზღვრული. 

კერძოდ, სადაზღვევო პრემია - მოტოციკლზე რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 კუბურ სანტიმეტრზე მეტია - 15 დღეზე - 20 ლარი, 30 დღეზე - 35, 90 დღისთვის - 70 ლარი, 1 წლის პერიოდში კი 215 ლარი იქნება. 

მსუბუქ ავტომობილზე, რომლისნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს არ აღემატება და მძღოლის ადგილის გარდა დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8-ს არ აღემატება - 15 დღიანი სადაზღვევო პერიოდის შემთხვევაში - 30 ლარი, 30 დღეზე - 50 ლარი, 90 დღის განმავლობაში - 90 ლარი, 1 წლის პერიოდზე კი - 295 ლარი იქნება შესატანი.
სადაზღვევო შესატანის ოდენობა ავტობუსის შემთხვევაში, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება - 15 დღის პერიოდში - 45, 30 დღიანი სადაზღვევო პერიოდის ჭრილში - 75 ლარი, 90 დღეზე - 140, 1 წელზე კი - 480 ლარი იქნება. 

სატვირთო ავტოსატრანსორტო საშუალებაზე, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება, პროექტის მიხედვით, სადაზღვევო პრემიად - 15 დღიან სადაზღვევო პერიოდში - 60 ლარი, 30 დღეზე - 100, 90 დღის პერიოდში - 170, ხოლო 1 წლის პერიოდში - 610 ლარია განსაზღვრული.

მისაბმელზე - 15 დღიან სადაზღვევო პერიოდში - 14 ლარი, 30 დღეზე - 25 ლარი, 90 დღის შემთხვევაში - 40 ლარი, 1 წელზე კი - 145 ლარი; ხოლო სასოფლო-სამეურნეო და სპეციალიზებულ თვითმავალ მანქანაზე 15 დღიან სადაზღვევო პერიოდში - 25 ლარი; 30 დღეზე - 45; 90 დღის პერიოდში - 70 ლარი; 1 წლიან სადაზღვევო პერიოდში კი სადაზღვევო პრემია 250 ლარი იქნება. 

შეგახსენებთ, რომ დღეიდან, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი საქართველოში შემოსვლისას ვალდებული იქნება მესამე პირის დაზღვევა შეიძინოს. უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას მისი მფლობელი/მძღოლი ვალდებულია საქართველოში მისი ყოფნის სრული პერიოდით დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე. 

კანონის მიხედვით, აღნიშნული სავალდებულო დაზღვევით ანაზღაურდება ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით და მისგან გამომდინარე დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანი (ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის დასახელება სავალდებულო არ არის).

 

წყარო:bpn.ge

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში