„ადვოკატთა ასოციაციისა“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ინიციატივით, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ მართლმსაჯულების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა იმართება.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ ჩატარებული კვლევის „სასამართლოს დამოუკიდებლობის 10 წლის შეფასება“ და „უახლოეს წარსულში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დავემდებარებულ (რეპრესიერბულ) ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისია“ - ეს არის საკითხები, რომლებსაც ღონისძიების ორგანიზატორები დამსწრე საზოგადოებას წარუდგენენ.
ღონისძიებას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ასოციაციის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეები, აღმასრულებელი საბჭოს წევრები,იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები ესწრებიან.
შეხვედრას, როგორც ადვოკატთა ასოციაციის ფინანსური მდგრადობისა და მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე, საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს დამფუძნებელი, ოთარ კაჭკაჭაშვილიც ესწრება.
„შეხვედრის მთავარი თემა გახლავთ სასამართლო და მისი 10 წლიანი მუშაობის შეფასება. ორგანიზატორებმა ძალიან საინტერესო და საჭირო პრეზენტაცია შემოგვთავაზეს. განვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიც არის სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზები, მაგალითათ ღირებულებათა სისტემის დევალვაცია, მოსამართლეთთა დაწინაურების ობიექტური გამჭვირვალე კრიტერიუმების და პროცედურების ნაკლებობა, სასამართლო ხელისუფლების არაფორმალური გარიგებები ხელისუფლების სხვა შტოებთან,სასამართლოს დამოუკიდებლობა და ა.შ.; გარდა სასამართლოს საქმიანობის შეფასებისა, რეპრესირებულ ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისიის წევრთა ძალიან საინტერესო მოხსენება მოვისმინეთ,“-განაცხადა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში