1-ელი მარტიდან დღემდე მიკროავტობუსის გაჩერების ახალი რეგულაციის დარღვევის 100-მდე შემთხვევა გამოვლინდა.
მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არც ერთ შემთხვევაში 100-ლარიანი საჯარიმო სანქცია არ გატარებულა. პირველ ჯერზე მხოლოდ 22 მძღოლი დაჯარიმდა, რომელსაც 2 დღით მუშაობის უფლება ჩამოერთვა.
„როგორც მოგეხსენებათ, 1-ელი მარტიდან 14 ქუჩაზე შეიცვალა გაჩერების წესი და მიკროავტობუსებმა მხოლოდ მოსაცდელებზე უნდა გააჩერონ. საამისოდ გატარდა საინფორმაციო კამპანია და მძღოლებიც გაფრთხილებულები არიან. ასევე მიკროავტობუსებში გამოკრულია შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტები. ამ 11 დღის განმავლობაში ყველაზე ხშირი იყო პირველ და მეორე დღეს გამოვლენილი დარღვევები, როცა მძღოლები გაჩერების წესს არღვევდნენ. მძღოლები ხშირად ამას იმით ასაბუთებდნენ, რომ მგზავრები არ ემორჩილებოდნენ მათ მოთხოვნას და მიკროავტობუსიდან მაშინ ჩადიოდნენ, როცა ის შუქნიშანზე იყო გაჩერებული.
თბილისის მერიას მონიტორინგისთვის 4 ჯგუფი ჰყავს გამოყოფილი, ასევე დამატებით 5 ჯგუფი მუშაობს „თბილისის მიკროავტობუსის" მიერ გამოყოფილი. ამ ხნის განმავლობაში დამრღვევი მძღოლების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. კომპანიისა და ჩვენს მიერ ერთობლივად დაფიქსირებულია 100-მდე დარღვევის ფაქტი. მიკროავტობუსების კომპანიებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე 22 დამრღვევ მძღოლზე აქვთ სანქცია გატარებული, რაც პირველი დარღვევის შემთხვევაში, 2 დღით სამუშაოდან ჩამოცილება გულისხმობს. აქედან 2 მძღოლი დღესაც სანქციის ქვეშაა. მერიის მონიტორინგის სამსახურს ამ ორი კვირის განმავლობაში ჯარიმები არ გამოუწერია. ჩვენ ორიენტირებულები ვიყავით იმაზე, რომ მაქსიმალურად მიგვეწოდებინა ინფორმაცია მძღოლებისთვის და გაგვეფრთხილებინა ისინი. უკვე დღეიდან ჩვენი მონიტორინგის ჯგუფებიც დაიწყებენ ჯარიმების გამოწერას. სანებართვო პირობების დარღვევა ყველა ჯერზე 100-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, ანუ დღეში რამდენჯერაც არ უნდა დაარღვიოს მძღოლმა, ყველა ჯერზე 100-ლარიანი ჯარიმა გამოეწერება“, - განაცხადეს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.
შეგახსენებთ, რომ საპილოტე პროექტი თავდაპირველად შემდეგ ქუჩებზე ხორციელდება:
მერაბ კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, შოთა რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, პეკინის ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ჯორჯ ბუშის ქუჩა, კახეთის გზატკეცილი.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში