error1863 2018.03.30
2017 წელს განქორწინებათა რაოდენობა 7.2%-ით გაიზარდა, ქორწინების 5.6%-ით შემცირდა

 სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2017 წლის ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს.

2017 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა 2 წინა წელთან შედარებით 5.6%-ით  შემცირდა და 23 684 შეადგინა.

 

საქსტატის მონაცემებით, 23 684 ქორწინებიდან თბილისში დაფიქსირდა - 6 984; აჭარში - 2 548; გურიაში - 647; იმერეთში - 3 850; კახეთში - 1 744; მცხეთა-მთიანეთში - 475; რაჭა-ლეჩხუსა და ქვემო სვანეთში - 211; სამეგრელო-ზემო სვანეთში - 2 101; სამცხე-ჯავახეთში - 993; ქვემო ქართლში 2 617 და შიდა ქართლში 1 514.

აღსანიშნავია, რომ რაოდენობა არ მოიცავს იმ ქორწინებებს, როდესაც ორივე პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
 

 

ამასთან, სააგენტოს ინფრომაციით, 2017 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 222 შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.2%-ით გაიზარდა.