ჯანდაცვის სამინისტრომ შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის გარდა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ხელშეკრულებების შემოწმება ცოტა ხნის წინ დაიწყო. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 50 კომპანია შემოწმდა, თუმცა როგორც ელზა ჯგერენაია ამბობს, უწყებას დარღვევების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით ექნება. შრომითი ხელშეკრულებების შემოწმება დღეს დამსაქმებლების ნებაყოფლობით ხდება, თუმცა ჯგერენაიას თქმით, უკვე მზადდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მომავალი წლიდან შრომითი უფლებების შემოწმება სავალდებულო გახდება.
„ეს არის ეტაპობრივი პროცესი. პირველი ეტაპისთვის მაქსიმალური აქცენტი გაკეთდა შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედამხედველობაზე, შემდგომ ეტაპზე უკვე იგეგმება შრომის უფლებებზე, რაც დადასტურდება საკანონმდებლო პაკეტის მომზადებით. უკვე დაწყებულია პროცესი და ჩვენი დეპარტამენტი ამუშავებს, ასოცირებით აღებული ვალდებულების ფარგლებში, რომელიც შემდგომ პარლამენტს გადაეცემა. წლის ბოლოს მოხდება განხილვა და აღსრულება დაიწყება ეტაპობრივად მომავალი წლიდან", -აცხადებს ელზა ჯგერენაია.
წყარო: bm.ge
რამდენ საათს მოიცავს ნორმირებული სამუშაო დრო?
რას გულისხმობს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები?
როგორ და ვის შეიძლება დაენიშნოს მეურვე/მზრუნველი?
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი