საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მედიაციის განვითარების კომიტეტის სხდომაზე, ადვოკატთა ფართო ჩართულობით, „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს. როგორც ადვოკატთა ასოციაციაში განმარტავენ, სხდომაზე კანონპროექტის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, მედიაციის ასოციაციის ფუნქციებსა და მის შემადგენლობაზე იმსჯელეს.
მათივე ცნობით, ადვოკატთა ასოციაციის მედიაციის განვითარების კომიტეტი მედიაციის კანონპროექტთან დაკავშირებულ მოსაზრებებს შეიმუშავებს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს და პარლამენტს გადაეგზავნება.
ასოციაციაში განმარტავენ, რომ მედიაციის ინსტიტუტის კანონის დონეზე რეგულირება მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს სამოქალაქო სამართალწარმოების ეფექტიან ადმინისტრირებას.
„ადვოკატთა ასოციაცია განსაკუთრებით მიესალმება კანონპროექტის იმ დებულებას, რომლის საფუძველზეც მოქმედ ადვოკატს შეუძლია გახდეს მედიატორი და ჩაირიცხოს მედიატორთა რეესტრში, თუ მას გავლილი აქვს ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგი და ფლობს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაცემულ სერტიფიკატს. ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს გააგრძელოს მედიაციის ინსტიტუტის განვითარება და მხარდაჭერა“, - განაცხადეს ადვოკატთა ასოციაციაში.
რამდენ საათს მოიცავს ნორმირებული სამუშაო დრო?
რას გულისხმობს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები?
როგორ და ვის შეიძლება დაენიშნოს მეურვე/მზრუნველი?
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი