error1476 2018.05.18
ადვოკატთა ასოციაცია საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებს აფართოვებს

 პრაღაში, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ჩეხეთის ადვოკატთა პალატის პრეზიდენტს, ვლადიმირ იროუსეკს შეხვდა. როგორც  ადვოკატთა ასოციაციის პრესსამსახურისინფორმაციით, შეხვედრა ჩეხეთის ადვოკატთა პალატის ისტორიულ შენობაში გაიმართა.

მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თამაშრომლობაზე სტრატეგიული მიმართულებებით, როგორიცაა ადვოკატთა განათლება, ადვოკატების ეთიკა, ადვოკატის სკოლის გაძლიერება და ა.შ. დაიგეგმა საპასუხო ვიზიტი თბილისში, სადაც ოფიციალურად გაფორმდება შეთანხმება საქართველოსა და ჩეხეთის ადვოკატთა გაერთიანებებს შორის.

აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ ერთი შესაძლებლობაა ქართველი ადვოკატებისათვის გაიზიარონ ევროპული გამოცდილება კოლეგებისაგან.