error1714 2018.05.29
„ახალი საკანონმდებლო ინიციატივები საბანკო-საფინანსო სექტორში სამართლიან თამაშის წესებს დაამკვიდრებს“

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ფინანსთა სამინისტრომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები წამოაყენა.
ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, აღნიშნული წესები საფინანსო-საბანკო სექტორში სრულიად ახალ, სამართლიან თამაშის წესებს დაამკვიდრებს. შედეგად კი, მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

ერთ-ერთი ინიციატივის თანახმად, ქონებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში, გამსესხებლის მოთხოვნები მსესხებელი ფიზიკური პირის მიმართ მხოლოდ დაგირავებული ქონებით დაკმაყოფილდება და გამსესხებელი თავისი მოთხოვნების სხვა ქონებიდან დაკმაყოფილებას ვეღარ მოითხოვს.


ვადაგადაცილების შემთხვევაში შესაძლოა, ჯარიმა სესხის საერთო თანხიდან აღარ დაირიცხოს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. 
„აღნიშნული წესები საფინანსო-საბანკო სექტორში სრულიად ახალ, სამართლიან თამაშის წესებს დაამკვიდრებს. შედეგად კი, მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. 

რაც შეეხება ვადაგადაცილებულ სესხებს, ვადაგადაცილების შემთხვევაში მსესხებლისათვის დასაკისრებელი ჯარიმების/სანქციების ლიმიტი წესდება, რომელიც დაანგარიშდება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხიდან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობის მიუხედავად დარჩენილი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს. ჯარიმის დარიცხვის არსებული პრაქტიკა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მსესხებელს ჯარიმას სესხის საერთო თანხიდან არიცხავდა, სრულიად უპასუხისმგებლო და უსამართლოა,“-აღნიშნა ბახტაძემ. 

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის ინიციატივების თანახმად, ფინანსური სექტორი მოქალაქეებს იპოთეკით დატვირთული ქონების გარდა სხვა ქონებას ვეღარ ჩამოართმევს. ამასთან, დაგეგმილია, რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის წლიური ლიმიტი 100%-დან 50%-მდე შემცირდეს.

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში