„უცხოელ ინვესტორებს ბინადრობის ნებართვა შესაძლოა გაუძვირდეთ. „უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. ილია წულაიას განცხადებით, კანონპროექტის მიზანი ინვესტიციების წახალისება და საქართველოში ბინადრობისთვის რეალური ღირებულების დადებაა.
მისი თქმით, არსებობს დადასტურებული ფაქტები, როდესაც უცხოეთის მოქალაქეები საქართველოში ბინადრობის უფლებას იღებენ და შემდეგ ამ დოკუმენტს ევროპის ქვეყნების ვიზის მისაღებად იყენებენ. ამ პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, პარლამენტი ცვლილებებს განიხილავს. კერძოდ, თუ დღეისთვის მოკლევადიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად 35 ათას დოლარიანი უძავი ქონების შეძენაა საკმარისი, ახალი პროექტის თანახმად, ეს თანხა 100 ათას დოლარამდე გაიზდება. ასევე დაგეგმილია, საინვესტიციო ბინადრობის მოწმობის ღირებულების ზრდაც. კერძოდ, დადგენილი 300 000 ლარიდან, ინვესტიციის მოცულობა გაიზრდება 300 ათას დოლარამდე.
"მხოლოდ ინვესტიცია არ იქნება საკმარისი, თუ რეალური მიზანია, რომ ბიზნესი აწარმოოს ინვესტორმა, ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება რომ მან ყოველწლიურად წარადგინოს ბრუნვის დოკუმენტაცია, რომელიც იქნება არანაკლებ 120 ათასი დოლარის ოდენობით. ეს არის მიღებული პრაქტიკა ევროპის ქვეყნებშიც. ჩვენ არ გვინდა, რომ უცხოელი შემოვიდეს, შეიძინოს 35 ათას დოლარიანი უძრავი ქონება, შემდეგ ეს გადაყიდოს სხვა უცხოელზე. შემდეგ იმან აიღოს ბინადრობის მოწმობა, შემდეგ იმან გადაყიდოს და ა.შ. ასევე, იყენებენ ჩვენს ბინადრობის მოწმობას, ევროკავშირის ქვეყნებში ვიზის მისაღებად. სწორედ ასეთი შემთხვევებისგან დაზღვევისთვის არის ჩვენი ინიციატივა", - განაცხადა პარლამენტის წევრმა ილია წულაიამ.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში