2018 წლის 5 თვეში პროფესიული პასუხისმგებლობა 116 ექიმს დაეკისრა, აქედან 2-ს კი, სახელმწიფო სერთიფიკატი გაუუქმდა. ეს მაშინ, როდესაც კლინიკებში ჩატარებული ოპერაციების შემდგომ გარდაცვლილი პაციენტების უმეტესობა მომხდარში ექიმს ადანაშაულებს.
ექიმებს ადანაშაულებენ მაშინაც, თუ დანიშნული მკურნალობა შედეგს არ გამოიღებს.
2018 წლის 16 იანვარს ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში 41 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. ოჯახის წევრებმა მომხდარში ექიმები დაადანაშაულეს.
2018 წლის 10 აპრილს, ბათუმში გაკეთებული საკეისრო კვეთა საბედისწერო აღმოჩნდა 26 წლის ქალბატონისთვისაც. საკეისროს შემდეგ გოგონა კომაში ჩავარდა, რამდენიმე კვირიანი უგონო მდგომარეობის შემდეგ კი გარდაიცვალა. ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ.
2018 წლის 27 მაისს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში 53 წლის ქალი გარდაიცვალა. ამ შემთხვევაშიც ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას ექიმებს აკისრებს.
ეს იმ ფაქტების მცირე ჩამონათვალია, როდესაც კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ.
ყველა ამ და სხვა ფაქტს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო სწავლობს.
უწყების მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, პროფესიული განვითრების საბჭომ 116 ექიმს დააკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. მათივე ინფორმაციით, 2017 წელს და 2018 წელს შემოსული საჩივარი/განცხადების შესწავლის საფუძველზე 2 ექიმს გაუუქმდა სახელმწიფო სერთიფიკატი, 11 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება.
რაც შეეხება 2017 წელს, სააგენტოს მონაცემებით, შარშან პროფესიული განვითრების საბჭოს მიერ, 300 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგელობა. აქედან, 2017 წელს შემოსული საჩივარი/განცხადების შესწავლის საფუძველზე, 17 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, რეალურად რამდენი სამედიცინო გადაცდომაც ხდება, ყველა შემთხვევაზე განცხადება რომ შედიოდეს, ეს მაჩვენებელი გაცილებით დიდი იქნებოდა.
„თუ შევხედავთ ჩვენთან როგორ დაბალია მომსახურების ხარისხი, ექიმთა კვალიფიკაცია და ა.შ.- ექიმების გადაცდომის ყველა შემთხვევაზე რომ საჩივარი იწერებოდეს, ეს რიცხვი გაცილებით დიდი იქნებოდა.
„რაც შეეხება 2018 წელს, თუ 5 თვეში 116 შემთხვევაა, შეიძლება შემდეგ თვეებში ეს ორჯერ მეტი იყოს, ან პირიქით. ამიტომ, წლიურ სტატისტიკას თვეებით ვერ განვსაზღვრავთ. თუმცა, ნიშნადობლივია ის, რაც თქვენ მითხარით, რომ ამ პერიოდში 2 ექიმს გაუუქმდა სახელმწიფო სერთიფიკატი. თუ წინა წლებში 300 შემთხვევა იყო, ძირითადად იფარგლებოდნენ გართხილებით ან ლიცენზიის დროებით შეჩერებით. ექიმისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა კი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ მომხდარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში რეაგირება გამკაცრებულია“,-აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
რაც შეეხება გამოსავალს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ამბობს, რომ პრევენციისთვის ლიცენზიის გაუქმება საკმარისი არ არის, რადგან ეს უკვე ფატალური შედეგის შემდეგ ხდება.
„ლიცენზიის დროებით ან სამუდამოდ შეჩერება, უკვე პოსტ ფაქტუმ ხდება, როდესაც ექიმის ან პერსნალის მხრიდან გადაცდომას ჰქონდა ადგილი. თუმცა, პრევენცია ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას, გადამზადებას, ხარისხიანი სერვისების მიწოდებასა, ასევე, კონკურენტული გარემოს შექმნასაც გულისხმობს. რაც ჩვენს სამედიცინო ბაზარზე სამწუხაროდ არ არის. ბევრი კომპლექსური და სისტემური პრობლემაა დაგროვილი და მხოლოდ სანქციები (რაც, რა თქმა უნდა, აუცილებელია) საკმარისი არ არის. აუცილებელია, რომ პრევენციულად გადაიდგას ნაბიჯები, რათა რაც შეიძლება ნაკლები იყოს ასეთი შემთხვევები“,-აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში