error1544 2018.06.16
საბროკერო კომპანიებს დამატებითი რეგულაციები დაუწესდათ

 მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიებისთვის ეროვნულმა ბანკმა დამატებითი რეგულაციები შემოიღო. 
 სებ-ის დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ მსგავს კომპანიას უნდა გააჩნდეს საქმიანობის გამართული პროცესი, რომელიც მისცემს საშუალებას დაადგინოს, კლიენტის მიერ ტრანზაქციის განხორციელების რა ეტაპზე ხდება სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობის შედეგად მოგებული ფულადი სახსრები კლიენტის კუთვნილი ფულადი სახსრები და პირიქით. 

ამასთან, კომპანიამ უნდა აღრიცხოს ყველა ტრანზაქცია თითოეული კლიენტისა და მისი ცალკეული ანგარიშების ჭრილში. 

საბროკერო კომპანია ვალდებულია განათავსოს ვებგვერდზე და ნებისმიერ სარეკლამო მასალაზე გაფრთხილება სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობისა და მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის რისკიანობის შესახებ. 

ამასთან, მსგავსი კომპანიებისთვის ეროვნულმა ბანკმა წესები დაადგინა პროდუქციის რეკლამირების პროცესშიც. კერძოდ, მათ აეკრძალათ მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის რეკლამირებისას დაპირდნენ კლიენტს შემოსავლის განსაზღვრულ ოდენობას ან მაღალი მოგების მიღებას. 

კომპანიას ეკრძალება მაღალი რისკის შემცველ ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება, გამოქვეყნება, მიწოდება ან მიყიდვა (პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით) ინვესტორებისთვის, თუ ის არ მოიცავს რისკების შესახებ გაფრთხილებას. 

კომპანია ვალდებულია CFD-ებით (ონლაინ სავაჭრო პლატფორმა) ვაჭრობაზე დააწესოს ქვემოთ ჩამოთვლილი შეზღუდვები: 

ა) CFD-ებით ვაჭრობისას კომპანიამ უნდა უზრუნველყოს კლიენტისთვის მაქსიმუმ შემდეგი საკრედიტო მხარის ლიმიტების დაწესება: 

ა.ა) 1:50 - CFD ძირითად სავალუტო წყვილებზე; 
ა.ბ) 1:20 – CFD არაძირითად სავალუტო წყვილებზე, ოქროსა და ძირითად ინდექსებზე; 
ა.გ) 1:10 – CFD ნებისმიერ საქონელზე, გარდა ოქროსი, ასევე არაძირითად ინდექსებზე; 
ა.დ) 1:10 - CFD აქციებზე: 
ა.ე) 1:2 - CFD კრიპტოვალუტებზე; 

კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ სავაჭრო პლატფორმა არ იძლეოდეს საშუალებას, რომ კლიენტის თითოეული სავაჭრო ანგარიშისთვის კლიენტის ჯამური კაპიტალი გახდეს უარყოფითი რიცხვი. 

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში