საქართველოში ქონების დაკარგვის კანდიდატთა რიცხვი იზრდება. მხოლოდ ბოლო 4 თვის განმავლობაში გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობამ 15,6 ათასით მოიმატა. თუ 2018 წლის 21 თებერვლისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს, მოვალეთა რეესტრში 239 831 ჩანაწერი იყო, ახლა ეს რიცხვი 2255 494-ს შეადგენს. შედეგად გამოდის, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის თითქმის 7% გადახდისუუნაროა, რაც საკმაოდ საგანგაშო მაჩვენებელია. (სტატისტიკის სამსახურის მონაცემების, საქართველოში დღეს 3,729 მლნ ადამიანი ცხოვრობს.)
ბოლო წლების განმავლობაში მოვალეთა რეესტრის მონაცემები სწრაფად იცვლება, რადგან დავალიანების დაფარვის შემთხვევაში ბაზიდან პირის ამოღება ხდება. თუმცა ფაქტია, რომ ბოლო წლებში ის ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ამაზე მიუთითებს ბოლო 4 თვის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა 15 663-ით გაიზარდა, რაც თვეში დაახლოებით 4 ათასია.
ეკონომისტების პოზიციით, მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა მომავალშიც გაიზრდება. სპეციალისტები ამის მიზეზად ქვეყანაში დაბალ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირებენ. იმისათვის, რომ მდგომარეობა შეიცვალოს, მინიმუმ ეკონომიკურმა აქტივობამ უნდა მოიმატოს. „საჭიროა ადამიანს გაუჩნდეს ფული, რომ მან დავალიანება წლების წინ შეძენილი ქონების გასხვისებით არ დაფაროს“, - ამბობენ ეკონომისტები.
ცნობისათვის, აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულია ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლის მიმართაც 2010 წლის პირველი იანვრიდან იძულებითი სააღსრულებლო საქმის წარმოებაა.აღსრულების ბიუროში განმარტავენ, რომ რეესტრში ყველა სახის დავალიანების შესახებ ინახება ინფორმაცია. მათ შორის სამგზავრო ჯარიმების თაობაზეც.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში