error1641 2018.06.25
უზენაესმა სასამართლომ ორი ახალი კრებული გამოსცა

უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა კრებული (2018  # 2) ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე.

ადმინისტრაციულ საქმეებზე კრებულის თემაა სსამშენებლო დავები. კერძოდ, მშენებლობის ნებართვის საკითხთან, განაშენიანების რეგულირების წესთან და სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საკითხები.

სამოქალაქო საქმეებზე გამოცემული კრებულის თემაა შრომის სამართალი. კერძოდ, შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციასთან, დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან, შრომითი ხელშეკრულების წარმოშობასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები.

 

2018 წლის # 2 გადაწყვეტილებათა კრებული ადმინისტრაციულ საქმეებზე

2018 წლის # 2 გადაწყვეტილებათა კრებული სამოქალაქო საქმეებზე