კომერციული დავების საბჭომ 2017 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 31 მაისამდე სულ 954 საქმე დაასრულა, საიდანაც 217 კომეციული დავაა, გაკოტრებასთან დაკავშირებული 17 საქმე და ასევე 720 სხვა გადმოყოლილი საქმე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის თქმით, თვეში ერთი მოსამართლე ასრულებს 15-19 საქმეს.
როგორც საქალაქო სასამართლოში გვიცხადებენ, კომერციული დავების კატეგორიაში ახალ მიმდინარე საქმეებზე შესაგებელის შემოსვლიდან 3-5 დღეში ინიშნება სხდომა, რაც შემდგომ 2-3 სასამართო სხდომაში სრულდება, მაშინ როდესაც კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის შექმნამდე ერთი საქმის პროცესის დასრულებას წელიწადზე მეტი დრო სჭირდებოდა.
“კომერციული დავების კატეგორიაში მოპასუხის მიერ შესაგებლის შემოტანის შემდეგ დაახლოებით 3-5 დღეში ინიშნება უკვე სხდომა. როდესაც არ იყო ცალკე კომერციული სპეციალიზაციის კოლეგია, მაშინ წელიწად ნახევრის შემდეგ იწყებოდა პროცესი საქმის სასამართლოში შემოსვლიდან”, - ამბობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი.
რამდენ საათს მოიცავს ნორმირებული სამუშაო დრო?
რას გულისხმობს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები?
როგორ და ვის შეიძლება დაენიშნოს მეურვე/მზრუნველი?
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი