error2084 2018.07.02
საგადასახაო და საბაჟო კოდექსების ახალი ვარიანტები მზად შემოდგომაზე იქნება

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი თაბუაშვილის ინფორმაცით, ახალი საგადასახადო და საბაჟო კოდექსების პირველადი დოკუმენტები მზად შემოდგომაზე იქნება. ამის შესახებ თაბუაშვილმა განაცხადა. 

"საბაჟო კოდექსთან დაკავშირებით სამუშაოები უფრო წინაა, მზადაა პროექტის პირველად ვარიანტი პროექტისა, რომელზეც შიდა განხილვები მიმდინარეობს და მალე გავაცნობთ საზოგადოებას, შემოდგომაზე ვფიქრობთ, რომ ორივე პროექტი მზად გვექნება", - განაცხადა თაბუაშვილმა. 

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები ახალმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დაანონსა. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურების მიმდინარეობისას მან განაცხადა, რომ არსებული კოდექსი მოძველებულია და ცვლილებებს საჭიროებს.

 

წყარო: BM.GE