საზედამხედველო კაპიტალის ოდენობასთან დაკავშირებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის რეგულაციების ამოქმედების ვადამ გადაიწია. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებულ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესშია“ აღნიშნული.
კერძოდ, 5 ივლისის ბრძანების თანახმად, მისო-ების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 2018 წლის 31 დეკემბრამდე არანაკლებ 500 ათასი ლარი; 2019 წლის 30 ივნისამდე კი არანაკლებ 1 მლნ ლარი უნდა იყოს.
მაშინ როცა, აქამდე ცნობილი იყო, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, საზედამხედველო კაპიტალის გაზრდა 500 ათას ლარამდე 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე, ხოლო არანაკლებ 1 მლნ ლარამდე 2019 წლის 1-ელ იანვრამდე მოუწევდათ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კი ვადების გადაწევას მოითხოვდნენ და აღნიშნავდნენ, რომ 2018 წლის 1-ელ სექტემბრიდან აღნიშნული რეგულაციის ამოქმედება მისო-ების 70-80%-ით ბაზრიდან გასვლას გამოიწვევდა.
წყარო: bpn.ge
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში