error3835 2018.07.11
იურიდიულ პირებს ელექტრონული შტამპისა და ხელმოწერის მიღება 200 ლარიდან შეეძლებათ

2018 წლის 1 ივლისიდან ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულები არიან ელექტრონულ დოკუმენტებზე ელექტრონული ხელმოწერა და ელექტრონული შტამპი გამოიყენონ. ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვარავს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ელექტრონული შტამპის მონაცემთა მართვას, ასევე ამ მონაცემების სარეზერვო ასლის შექმნას და მიმწოდებელი ორგანიზაციებისა და პირების საქმიანობას. 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კვალიფიციური ელექტორონული ხელმოწერა ელექტრონული მმართველობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამასთან, კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას მატერიალური ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს და მისი გაყალბება შეუძლებელია. მათივე განცხადებით, ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებსა და სტანდარტებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და შტამპის სერტიფიკატი. 

2018 წლის 28 ივნისს შეიცვალა გარკვეული მიმართულებები იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ფუნქციებში. სააგენტოს მომსახურებას დაემატა ახალი მომსახურებები, რომელიც საშუალებას მისცემს ადმინისტრაციულ ორგანოებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიიღონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, რომელსაც გამოიყენებენ ელექტრონულ დოკუმენტებზე ხელმოსაწერად. 

ახალი მომსახურების ნაწილის საფასური 200 ლარიდან იწყება, ხოლო მომსახურების გარკვეული ნაწილის შემთხვევაში არ არის განსაზღვრული ფიქსირებული საფასური და ის დამოკიდებულია მომსახურების მიმღების შერჩეული მომსახურების პარამეტრებზე. კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე გაცემის საფასურია 250 ლარი. 

კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატს სააგენტო გასცემს 2 წლისა და 6 თვის მოქმედების ვადით. კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელია, ხოლო გადაწყვეტილება კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე გაცემის შესახებ განცხადების მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში მიიღება.

 

წყარო: bm.ge

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში