error2728 2019.01.04
რა რეგულაციები ამოქმედდა სესხის აღებასთან დაკავშირებით?

2019 წლის 1-ლი იანვრიდან ეროვნული ბანკის (სებ) დებულება ამოქმედდა, რომელიც ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის პირობებს არეგულირებს.

კერძოდ, დებულების თანახმად, 1-ლი იანვრიდან სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისთვის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა ამოქმედდა. შესაბამისად, თითოეულს მოუწევს შეაფასოს მსესხებლის გადახდისუნარიანობა და ფიზიკურ პირზე იმაზე მეტი სესხი არ გასცეს, რისი გადახდის რეალური შესაძლებლობაც არ აქვს. ამასთან, დებულების თანახმად, მსესხებელს სესხის აღების პროცესში, თუ საკმარისი შემოსავალი არ ექნება, შეუძლია თანამსესხებელი ჰყავდეს, თუმცა, ის მხოლოდ მისი საოჯახო მეურნეობის წევრი უნდა იყოს.

„თუ გაგაჩნიათ საკმარისი შემოსავალი, თანამსესხებელი არ გჭირდებათ. თუმცა, თუ თქვენი შემოსავალი არასაკმარისია, მაშინ შეგიძლიათ თანამსესხებელად გამოიყენოთ საოჯახო მეურნეობის წევრი, რომელსაც აქვს შემოსავალი. ამ შემთხვევაში, სესხის მომსახურების კოეფიციენტში ამ თანამსესხებლის შემოსავალიც გაითვალისწინება,“-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

რაც შეეხება მომსახურების კოეფიციენტებს, სებ-ის დებულების მიხედვით, 1 000 ან უფრო ნაკლები ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში, ჰეჯირებული მსესხებლებისთვის სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 35% უნდა იყოს, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ ყოველთვიური შემოსავალი გაქვთ 1 000 ლარი, ყოველთვიური დასაფარი თანხა 350 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 1 000-დან 2 000 ლარამდე შემოსავალზე 45% უნდა იყოს; 2 000-4 000 ლარის შემოსავლის შემთხვევაში - 55%; 4 000 და უფრო მაღალი შემოსავლის შემთხვევაში სესხის მაქსიმალური კოეფიციენტი 60%-ით განისაზღვრა.

რაც შეეხება არაჰეჯირებულ მსესხებლებს, ამ შემთხვევაში სესხის მაქსიმალური კოეფიციენტი შედარებით დაბალია. დოკუმენტის მიხედვით, 1000 ლარის ან უფრო ნაკლები შემოსავლის შემთხვევაში სესხის მაქსიმალური კოეფიციენტი 25%-ით განისაზღვრა, 1 000-4 000 ლარის შემთხვევაში - 30%-ით, 4 000 ლარის ან უფრო მეტის შემთხვევაში - 35%-ით. ცნობისათვის, ჰეჯირებულია მსესხებელი, თუ შემოსავალი აქვს ლარში და სესხსაც ლარში იღებს, არაჰეჯირებული კი, როდესაც შემოსავალი აქვს ლარში, სესხს კი უცხოურ ვალუტაში იღებს. აღსანიშნავია, რომ ჰეჯირებული მსესხებლებისთვის განსაზღვრული კოეფიციენტები იმ მსესხებლებზეც ვრცელდება, რომლებსაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ, ხოლო სესხს ლარში იღებენ.

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში