error2401 2019.02.13
სამუშაო შეხვედრა „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ კანონპროექტზე

11-12 თებერვალს, წინანდალში გაიმართა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის გასვლითი სამუშაო შეხვედრა „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ კანონპროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით.

შეხვედრას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან ესწრებოდნენ ასოციაციის კომერციული და კონკურენციის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე - მარი ნიქაბაძე და ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე - სესილი ქადარია.

ადვოკატთა ასოციაციის კომერციული და კონკურენციის სამართლის კომიტეტი, ასევე ადმინისტრაციული სამართლის და სამოქალაქო სამართლის კომიტეტები ჩართულნი არიან პარლამენტის მიერ მომზადებული მომხმარებლის უფლებების შესახებ კანონპროექტზე მოსაზრებების შემუშავებაში.