საადვოკატო ბიურო „Ok&CG“-სა და ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულებას ხელი საადვოკატო ბიურო „Ok&CG“-ის დამფუძნებელმა, ოთარ კაჭკაჭაშვილმა და ევროპის უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა, თამარ კერძაიამ მოაწერეს. დოკუმენტის თანახმად, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს „Ok&CG“-ში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლისა და ასევე, დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ. მემორანდუმის მიზანი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტთა დასაქმება და შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების გაზრდაა.
საადვოკატო ბიურო „Ok&CG“-ის დამფუძნებლის, ოთარ კაჭკაჭაშვილის თქმით, მემორანდუმს რამდენიმე დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია. „კომპანია „Ok&CG“ ამ ტიპის მემორანდუმები რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელთან აქვს დადებული, როგორებიც არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ა.შ. ჩვენი კომპანიის მიდგომა სტუდენტურ დასაქმებასთან დაკავშირებით სრულიად განსხვავდება ქვეყანაში არსებული პრაქტიკისგან. საქმე ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში სტუდენტის რესურსს იყენებენ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, რაც ჩვენთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ ვაფორმებთ უნივერსიტეტებთან მემორანდუმს, რომლითაც სტუდენტებს, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, კონკრეტული ანაზღაურებაც ექნებათ; ეს კი თავის მხრივ რამდენიმე სარგებელს მოიტანს- ერთი, რომ სტუდენტები, დასაქმების პერსპექტივის გამო გაიუმჯობესებენ აკადემიურ მოსწრებას, უნივერსიტეტს გაეზრდება შესაძლებლობა, რომ სტუდენტებს დაეხმაროს დასაქმებაში და შემდეგი სარგებელი ის არის, რომ შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების რაოდენობაც გაიზრდება“- განაცხადა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.
„OK&CG“-სთან მემორანდუმის გაფორმებას დადებითად აფასებს ევროპის უნივერსიტეტის ვიცე რექტორი თამარ კორძაიაც; მისი თქმით აღნიშნული სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და პროფესიული ზრდისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იქნება და მზაობას გამოთქვამს, რომ უნივერსიტეტსა და „OK&CG“-ს შორის საქმიანი ურთიერთობები სამომავლოდაც გაღრმავდება.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში