მძღოლებს ე.წ. ჭკვიანი კამერების მეშვეობით მართვის მოწმობაზე ქულები მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჩამოაკლდებათ.
ინიციატივაზე, რომელიც ვიდეოჯარიმებზე ქულათა სისტემის მიბმას ითვალისწინებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს. როგორც შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, სიჩქარის გადაჭარბება არცერთ მძღოლს არ აძლევს საშუალებას, რომ დარღვევა სხვა ფაქტორებს დააბრალოს.
„ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე. მე მაგალითად, ხშირად მომისმენია, რომ არის ქალაქში ბევრი ინფრასტრუქტურა, სადაც იძულებული ხარ, რომ დაარღვიო მოძრაობის წესი. სიჩქარის გადაჭარბებაზე მხოლოდ იმიტომ ვაკეთებთ აქცენტს, რომ ეს ისეთი სამართალდარღვევაა, რომელსაც ვერაფერი დედამიწის ზურგზე ვერ გაამართლებს და ამას მხოლოდ შენი პირადი შეგნება გაიძულებს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
ამასთან, შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი განმარტავს, რომ ვიდეოჯარიმებზე ქულათა სისტემის მიბმის პროცესის გაგრძელება მას შემდეგ გადაწყდება, რაც შეფასდება, რამდენად ეფექტური იყო სიჩქარის გადაჭარბებაზე გამკაცრებული სანქცია.
„პირველი ეტაპი და მეორე ეტაპი გამოჩნდება მას შემდეგ, რაც შევაფასებთ, სიჩქარის გადაჭარბებაზე რამდენად იმოქმედა ამან და რამდენად მოგვცა შედეგი“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში