პარლამენტმა, პირველი მოსმენით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაზე ორგანული კანონის პროექტი მიიღო.
“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ ორგანული კანონის პროექტს 111 ხმით (13 წინააღმდეგი) დაუჭირეს მხარი. მასთან ერთად მიიღეს “მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ კანონპროექტი.
პროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას შეიძლება ფლობდეს: - სახელმწიფო, ავტონომიურ რესპუბლიკა, მუნიციპალიტეტი; საჯარო სამართლის იურიდიულ პირი; საქართველოს მოქალაქე და ასევე, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიულ პირი, თუ დომინანტი პარტნიორი არის საქართველოს მოქალაქე ან ზემოთ აღნიშნული რომელიმე სუბიექტი.
ასევე განსაზღვრულია მთავრობის დისკრეცია, სადაც გაწერილია კონკრეტული გარემოებები, თუ რა პირობებში შეიძლება მიიღოს მთავრობამ გადაწყვეტილება მიწის უცხოელზე გასხვისების შესახებ. კანონპროექტი ასევე მემკვიდრეობით ნაწილს ითვალისწინებს.
საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნას. მისი დასახელება განისაზღვრა შემდეგნაირად - სსიპ მიწის მართვისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული სააგენტო. იგი შეითავსებს ფუნქციებს, რომლებიც უკავშირდება მიწის კატეგორიებისა და ბალანსების თემას, იგი ასევე უზრუნველყოფს იმ პროცესებს, რომლებმაც მიწის ბაზის სწორად განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში