ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის, დგომა-გაჩერების წესების დარღვევის, სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში სანქციები გაიზრდება და გამკაცრდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიების შემდეგ განუცხადა.
როგორც ჯავახაძემ აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
“დღეს დაიწყო გაეროს კვირეული საგზაო უსაფრთხოებაზე. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. გვაქვს მთელი რიგი ღინისძიებები, რომელსაც ვახორციელებთ. 2018 წელს სიკვდილიანობის ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, თუმცა 459 დაკარგული სიცოცხლე არის მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელი. შესაბამისად, ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს, ამისთვის ვამატებთ კამერებს - წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით 5 ათასამდე კამერა იქნება, სხვადასხვა ტიპის - ნომრის ამომცნობი, სახის ამომცნობი, ზოგადი ხედვის და ა. შ . ვაპირებთ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, რათა გადაფარვა უფრო მეტად მოხდეს და შესაბამისად, აღსრულების ეფექტიანობა გაიზარდოს. ასე ვგეგმავთ საკანონდებლო ცვლილებებს, რომელიც უკვე მომზადებულია და დავიწყებთ განხილვას მთავრობასთან და შემდეგ პარლამენტში. მაგალითად, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, დგომა-გაჩერების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები გაიზრდება და გამკაცრდება. ასევე, როგორც იცით, ვგეგმავთ სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულათა სისტემის ჩამოკლება მივაბათ ვიდეოკამერებს. ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში წარვადგინოთ ამ საგაზაფხულო სესიაზე და სულ მცირე, განხილვა ამ საკანონდებლო პროექტის დავიწყოთ საგაზაფხულო სესიის მსვლელობისას",- განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
რა რაოდენობით გაიზრდება საჯარიმო სანქციები და საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში