სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ადვოკატთა ასოციაციის მიერ USAID-PROLoG-ის მხარდაჭერით, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული ღონისძიებების პრეზენტაცია იმართება.
ღონისძიება გახსნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და USAID-კავკასიის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის კანონის უზენაესობის პროექტის მენეჯერმა, რუსუდან ტაბატაძემ.
პრეზენტაციას ადვოკატთა კორპუსის, საქართველოს პარლამენტის, სასამართლოს, პროკურატურის, საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებას ესწრება საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის დამფუძნებელი, ოთარ კაჭკაჭაშვილი. იურისტის თქმით, პრეზენტაციაზე განხილულ იქნა ის ცვლილებები, რომლებიც რეფორმის ფარგლებში გატარდა.
„შეცვლილი საგამოცდო პროგრამა ეხება ისეთ დეტალებს, როგორიც არის აპლიკანტთა რეგისტრაციის, გამოცდის ჩაბარებისა და გასაჩივრების წესებს, რომლებიც ელექტრონული ფორმით მოხდება. გამოცდის მონაწილეებთან კომუნიკაცია ხორციელდება აპლიკანტთა ინდივიდუალურ პორტალზე, ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნით და რაც მთავარია, ამ პროგრამის მეშვეობით, აპლიკანტისთვის გამოცდის შედეგი ცნობილი ხდება გამოცდის გასრულებისთანავე,“-განმარტავს კაჭკაჭაშვილი.
როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, შერჩეულმა სამართლის დარგის ექსპერტებმა გაიარეს გადამზადება ტესტის შემუშავებისა და ფსიქომეტრიული ანალიზის შესახებ, რომლის შემდეგაც შემუშავდა საგამოცდო ტესტების შედგენის სახელმძღვანელო.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში