error1721 2019.10.21
საადვოკატო ბიურომ "OK & CG" სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

19 ოქტომბერს, სასტუმრო თბილისი მერიოტში, მე-3 საერთაშორისო, სამეცნიერო კონფერენცია "მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები" გაიმართა.

ევროპის უნივერსიტეტის მოწვევით კონფერენციას საადვოკატო ბიურო "OK&CG"-ს წარმომადგენელიც დაესწრო. 

კონფერენცია ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა და მოხსენებები როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა კოლეგებმა წაიკითხეს. 

კონფერენციაში კაუპო კანდი -ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში და დევიდ კოლბე- ვალპარასოს უნივერსიტეტის პროფესორი, ინდიანას შტატის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი მონაწილეობდნენ.

მათ ქართველ იურისტებთან ერთად როგორც აშშ-ს ისე ქართული სამართლებრივი სისტემის დადებით და უარყოფით მხარეებზე, მოსალოდნელ ცვლილებებზე და სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების დამოკიდებულებებზე ისაუბრეს.