error1995 2019.11.18
საადვოკატო ბიურო "OK & CG" შრომის სამართლის ცენტრთან მემორანდუმს აფორმებს

2019 წლის 29 ნოემბერს, 18:00 საათზე, გაიმართება ა(ა)იპ − თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის პერიოდული გამოცემის, სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის − „თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვის” დაფუძნების ღონისძიება.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საადვოკატო ბიურო “OK & CG” (ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი).

ამავე ღონისძიების ფარგლებში, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ცენტრსა და საადვოკატო ბიუროს შორის, რის შემდეგაც საზოგადებას მიეწოდება ინფორმაცია ჟურნალის გამოცემის დეტალებსა და ცენტრის სამომავლო გეგმებზე.

მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I აკადემიური კორპუსი, აუდიტორია №302.

დასწრება თავისუფალია!