error2034 2020.09.09
„ახალი კოვიდ-რეგულაციები“

ისევ კოვიდ-19, ისევ რეგულაციები და ისევ შეზღუდვები-  10 სექტემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება.

გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. 

ეპიდემილოგიური ვითარების გათვალისწინებით ბავშვთა გასართობი ცენტრების, თეატრებისა და კინოთეატრების გახსნა გადაიდო 1 თვით და შესაბამისად 15 სექტემბრის ნაცვლად გაიხსნება 1 ნოემბრიდან. ქორწილების, იუბილეებისა და სხვა სარიტუალო ღონისძიებების გამართვა აიკრძალება 10 სექტემბრიდან.

ასევე 10 სექტემბრიდან აიკრძალება კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა და დასაშვები იქნება მხოლოდ 200 ადამიანზე ნაკლების მონაწილეობით. რეგულაციების შეუსრულებლობისთვის განხორციელდება გარკვეული სანქციები და დაჯარიმდებიან ის პირები ვინც წესებს დაარღვევს.

მოქმედებს ასევე წესი პირბადეების ტარების, მოხდება მკაცრად კონტროლი და დაისჯება ის პირი ვინც არ გაითვალისწინებს რეკომენდაციებს.