გამამართლებელი განაჩენი 10 წლით თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად - 11 წლიანი სამართლებრივი დავა პროკურატურის წინააღმდეგ საადვოკატო ბიურო „OK&CG“ -ის ადვოკატებმა დავით მუმლაძემ და ოთარ კაჭკაჭაშვილმა წარმატებით დაასრულეს.
საქართველოს პროკურატურა „OK&CG“-ის დაცვის ქვეშ მყოფ მინდია ქაშიბაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და კომპანიის (maxtop) თანხების მითვისებას ედავებოდა; მოსამართლე გიორგი ებანოიძემ ქაშიბაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
როგორც საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის ადვოკატის, დავით მუმლაძე განმარტავს, „საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 წელი მიმდინარეობდა. საკმაოდ რთული საქმე აღმოჩნდა, რადგან ამ ხნის მანძილზე საქმის განმხილველი არაერთი მოსამართლე და პროცესის მონაწილე შეიცვალა, თუმცა ჩვენი გუნდისა და თავად ბრალდებულის ოჯახის ბრძოლამ შედეგი გამოიღო და დავა ჩვენი გამარჯვებით გადაწყდა“.
მინდია ქაშიბაძე გახლდათ პირველი ქართული ლეპტოპების მწარმოებელი კომპანიის, „Maxtop“-ის დამფუძნებელი და ოფიციალური წარმომადგენელი კომპანიებისა: Acer, Intel და Hp.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მინდია ქაშიბაძის მიმართ 11 წელი მიმდინარეობდა უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნა, რის გამოც იგი იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო.
ადვოკატ ოთარ კაჭკაჭაშვილის განმარტებით, „ევროპის ქვეყნებში რამდენიმე წლიანი დევნილობის შემდეგ ჩეხეთის სახელმწიფომ დაადგინა, რომ ქაშიბაძის მიმართ მართლაც უკანონოდ მიმდინარეობდა სამართალწარმოების პროცესები და უარი თქვა პირის საქართველოში ექსტეადაციაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს პროკურატურამ კვლავ გააგრძელა მის მიმართ სამართლაწარმოების პროცესები. თუმცა, საბოლოოდ ჩვენმა გუნდა დაამტკიცა მისი უდანაშაულობა და დადგა ის შედეგი, რისთვისაც ამდენი წელი ვიბრძოდით“.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში