error1048 2021.05.26
თენგიზ კალანდიამ ნარკოტიკული ნივთიერების ჩადების ფაქტი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში გაასაჩივრა

2009 წელს კალანდია დააკავეს და მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მიხედვით, 18 წლის ვადით. მან სტრასბურგის სასამართლოს მიმართა 2010 წელს, მაგრამ ამინისტიის კანონის საფუძველზე 2013 წელს გაათავისუფლეს. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მას ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს მისი პოლიტიკოსი მეგობრის გამო, 2017 წელს ბატონი თენგიზი გარდაიცვალა, მაგრამ საქმის წარმოების გაგრძელება მისმა შვილმა კონსტანტინე კალანდიამ ისურვა. მომჩივანი ასაჩივრებდა და თვლიდა, რომ მის მიმართ დაირღვა კონვენციის 6 მუხლი, ჩხრეკა იყო უკანონო და ამ დროს სავარაუდოდ აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება სინამდვილეში მას არ ეკუთვნოდა, ჩაუდეს. კალანდია თვლიდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინა ის არგუმენტები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდა სადავო მტკიცებულებების სანდოობასა და გამოყენებას, რის შედეგადაც მისი სასამართლო პროცესი იყო უსამართლო. მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის, შესაბამისად: „სისხლისსამართლებრივი ბრალდების გამორკვევისას, ყველას აქვს უფლება ისარგებლოს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით...“. მომჩივანი ასევე თვლიდა რომ დარღვეული იყო კონვენციის 8 მუხლი, რადგან ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ დაადგინეს სათანადო ბალანსი მის უფლებებსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის. კალანდიას მოთხოვნა იყო 5000 ევრო, ხოლო სახელმწიფომ გადაჭარბებულად ჩათვალა. სტრასბურგის სასამართლომ მომჩივანის ვაჟის, კონსტანტინეს საჩივარი კონვენციის 6 მუხლის 1 პუნქტთან მიმართებაში სცნო დასაშვებად, ხოლო დანარჩენი ნაწილი დაუშვებლად მიიჩნია და დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ სამი თვის განმავლობაში მომჩივანს 3,600 ევრო უნდა გადაუხადოს მორალური ზიანისთვის.

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში