მსოფლიოში ქალთა მიმართ ძალადობის ზრდის გამო, სულ მცირე, ორი სახელმწიფო პოლონეთი და თურქეთი განიხილავდა სტამბოლის კონვენციის დატოვებას. ამ ამბებმა ორივე ქვეყანაში პროტესტი გამოიწვია, ევროპასა და სხვაგან, მთავრობებმა დააფიქსირეს ოჯახში ძალადობის მნიშვნელოვანი ზრდა COVID-19 პანდემიის დასაწყისიდან, რამაც გავლენა მოახდინა ინდივიდების ეკონომიკურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე. საბოლოოდ ამ ორმა ქვეყანამ 2021 წელს დატოვა აღნიშნული კონვენცია. თურქეთის შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა ზეჰრა ზუმრუტმა Twitter– ზე განაცხადა რომ კონსტიტუცია, კანონმდებლობა, სასამართლო, კონვენციის გარეშეც მზად არის გაუმკლავდეს გამოწვევებს. ერდოღანმა დაგმო ქალთა მიმართ ძალადობა და თქვა, რომ მისი მთავრობა იმუშავებს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად. ბევრი კონსერვატორი თურქეთში ამბობს, რომ პაქტი ძირს უთხრის ოჯახის სტრუქტურებს, რაც ხელს უწყობს ძალადობას. ისინი ასევე ეწინააღმდეგებიან სტამბოლის კონვენციაში გენდერული თანასწორობის პრინციპს და თვლიან, რომ იგი ჰომოსექსუალობის პოპულარიზაციას წარმოადგენს სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის გათვალისწინებით. პაქტიდან გასვლის კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ეს თურქეთში კიდევ უფრო დააკნინებს ევროკავშირის ღირებულებებს, რომელთა წევრობის კანდიდატად რჩება. პოლონეთის უმაღლესმა სასამართლომ პაქტის შეისწავლის შემდეგ თქვა, რომ ვარშავამ უნდა დატოვოს ხელშეკრულება, რომელსაც ნაციონალისტური მთავრობა ძალიან ლიბერალურად მიიჩნევს.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში