error2079 2021.06.30
ადვოკატებს რიგის გარეშე შეეძლებათ №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტი

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესა და პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატებს დაეთმობათ ყველა ოთახი კლიენტთან შეხვედრისთვის დილის 09:00 დან 11:00 საათამდე ხოლო ამ დროის შემდეგ ოთახები გადანაწილდება თანაბრად ყველა ვიზიტორისთვის. კლიენტთან შეხვედრის დრომ კი გადაიწია 19:00 საათამდე. ასოციაცია ასევე მუშაობს ადვოკატთა ვიზიტის წინასწარ ონლაინ საშუალებებით დაჯავშნაზე რომელიც სავარაუდოდ მალე ამოქმედდება.