error2121 2021.07.15
ვინ არიან უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 01.07.2021 საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე გასამწესებლად პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს მოუსმინეს. უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც განახორციელა შეფასება (ობიექტური კრიტერიუმებით, კერძოდ გამოყენებულ იქნა USAID/PROLoG-ისა და ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის (ABA) ექსპერტთა მხარდაჭერით შემუშავებული მეთოდოლოგია.) მიმდინარე პროცესზე დაკვირვებით. 12.07.2021- ში კი საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე კენიჭი უყარა კანდიდატებს, რომელთაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მთელი კვირის განმავლობაში უსმენდა. ამ პროცედურის გავლის შემდეგ კი პარლამენტმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსამწესებლად მხარი დაუჭირა შემდეგ კანდიდატებს: გოჩააბუსერიძის, გიორგიგოგიაშვილის, ლევანთევზაძის, რევაზნადარაიას, ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილს.