მეურვეობა-მზრუნველობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტიტუტია, რომელიც იცავს იმ პირთა უფლებებსა და ინტერესებს, რომელთაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად განახორციელონ საკუთარი უფლება-მოვალეობები.
მეურვეობა და მზრუნველობა წესდება იმ არასრულწლოვანზე, რომელიც მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩა მშობლების გარდაცვალების, გარდაცვლილად აღიარების, მშობლებისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის, მათი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ბავშვის მიტოვებულად აღიარების გამო, პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.
ასევე, მეურვეობა და მზრუნველობა წესდება იმ სრულწლოვნის პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობები.
• მეურვეობა წესდება ბავშვზე, რომელსაც არ მიუღწევია 7 წლისთვის,
• ხოლო მზრუნველობა წესდება 7-დან 18 წლამდე ასაკის არასრუწლოვანზე.
ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მზრუნველის დანიშვნა შესაძლებელია იმ სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირისთვისაც მისი თხოვნით, თუკი მას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობანი.
• საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ან/და
• მის სისტემაში შემავალი უფლებამოსილი დაწესებულება (ორგანიზაცია),
• აგრეთვე მათი ტერიტორიული ორგანოები.
მეურვე ან მზრუნველი უნდა დაინიშნოს არა უგვიანეს 1 თვისა იმ დროიდან, როდესაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის ცნობილი გახდება მეურვეობის ან მზრუნველობის დაწესების აუცილებლობა.
მეურვეობა-მზრუნველობის დანიშვნის წესი საკმაოდ დეტალურად არის გაწერილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში. მთავარი მიზანია დაუცველი პირების ინტერესების სათანადო დაცვა და მათთვის ისეთი მეურვის/მზრუნველის დანიშვნა, რომელიც საუკეთესოდ უზრუნველყოფს მათ კეთილდღეობას.
კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება