4360
2017.03.09
რა არის ლიზინგი?
მსოფლიო პრაქტიკაში ტერმინი „ლიზინგი“ გამოიყენება, როგორც ხანგრძლივი მოხმარების საქონლის იჯარაზე დაფუძნებულიგარიგება.
იმის მიხედვით, თუ რა ვადითაა დადებული იჯარის ხელშეკრულება, განასხვავებენ იჯარის ოპერაციების 3 სახეს:
*მოკლევადიან იჯარას, რომელსაც ხშირად უწოდებენ "რენტინგს". ასეთი ოპერაციები ითვალისწინებენ დანადგარ-მოწყობილობების გადაცემას დროებით სარგებლობაში ერთწლამდე ვადით, შემდგომი გამოსყიდვის უფლების გარეშე არენდატორის მიერ.
*საშუალოვადიან იჯარას, ანუ "ჰაირნგს", ერთიდან სამწლამდე ვადით. ასეთი იჯარის პირობებში, ერთი საიჯარო ვადის განმავლობაში არ იფარება იჯარის ობიექტის შეძენის ხარჯები. ამასთანავე, ობიექტის დაკარგვისა და გაფუჭების რისკი რჩება იჯარის გამცემს.
*გრძელვადიანი იჯარა-ლიზინგი (3-დან 20 წლამდე დ ამეტი),რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ასეთი იჯარის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.
განსხვავებით ყიდვა-გაყიდვისაგან, რომლის დროსაც საკუთრების უფლება საქონელზე გადადის გამყიდველიდან მყიდველზე, ლიზინგის დროს საკუთრების უფლება იჯარის საგანზე უნარჩუნდება მეიჯარეს (ლიზინგის გამცემი),ხოლო ლიზინგის მიმღები მოიპოვებს მას მხოლოდ დროებით სარგებლობაში. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ლიზინგის მიმღებს შეუძლია შეისყიდოს იჯარის ობიექტი შეთანხმებული ფასით, გააგრძელოს ლიზინგის ხელშეკრულება ან დაუბრუნოს იჯარის ობიექტი მესაკუთრეს.
ლიზინგთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კანონით “სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ”.