1363
2017.03.16
საადვოკატო ბიურო „OK&CG“-მ საჯარო რეესტრს უპრეცედენტო დავა მოუგო
მოსარჩელემ საადვოკატო ბიურო “OK&CG”–ის დახმარებით, საჯარო რეესტრს უპრეცედენტო დავა მოუგო.
მოსარჩელე ნასყიდობის ხელშეკრულებაში არსებული ხარვეზის აღმოფხვრას, რეგისტრაციის მასალებზე დამატებითი დოკუმენტის დართვას მოითხოვდა.მან მიმართა საჯარო რეესტრს, თუმცა უარი ეთქვა მოთხოვნაზე იმ დასაბუთებით ,რომ საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს მსგავსი ქმედების განხორციელებას.
მოსარჩელის ინტერესები საადვოკატო ბიურო “OK&CG”–მ დაიცვა და სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შემდგომ მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
OK&CG-ის ადვოკატის სამართლებრივი არგუმენტის თანახმად,მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია რეგისტრაციის მონაცემების გარვეული სახით ცვლილება. ცვლილება კი თავისი არსით გულისხმობს დამატებასაც,რადგან აღნიშნული დამატებით მოხდება სარეგისტრაციო დოკუმენტში არსებული იმ ხარვეზის შესწორება,რომელიც ზიანს აყენებს მოსარჩელეს.
სასამართლოში მოსარჩელის ინტერესს OK&CG-ის ადვოკატი - დავით მუმლაძეიცავდა.