error1306 2017.03.24
მეწარმე სუბიექტების უსაფუძვლოდ დაჯარიმების პრევენციის მიზნით OK & CG-მ ბიზნესომბუდსმენს მიმართა

OK & CG-ის ადვოკატმა, ქეთევან ქავთარაძემ მეწარმე სუბიექტის უსაფუძვლო დაჯარიმების გამო ბიზნესომბუდსმენს მიმართა. შპს „ბესტი ჯგუფი“ 3000 ლარით დააჯარიმეს. კომპანიის წარმომადგენლის მიერ ქვიშის ტრანსპორტირებისას აღმოჩნდა,რომ ძარაზე დატვირთვა კანონით დადგენილ ნიშნულს აღემატებოდა.როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ ,მსგავსი დაჯარიმება არაერთხელ განხორციელებულა,რაც საბოლოოდ კოლოსალურ თანხებს უკავშირდება. „საპატრულო ეკიპაჟმა სპეციალური სასწორით განსაზღვრა ძარაზე დატვირთვის მაჩვენებლი. ჩვენ მოვითხოვეთ ალტერნატიული ექსპერტიზა, თუმცა აღმოჩნდა ,რომ ესპერტიზის არცერთ დაწესებულებას არ ჰქოდა მსგავსი სასწორი. შესაბამისად, წონის გადამოწმება ვერ მოვახერხეთ. იმისათვის რომ მეწარმე სუბიექტისთვის უსაფუძვლო დაჯარიმება თავიდან აგვერიდებინა, წინადადებით ბიზნესომბუდსმენს მივმართეთ“- აღნიშნა ქეთევან ქავთარაძემ. ადვოკატის განმარტებით, ძალიან ბევრ კომპანიას აქვს მსგავსი პრობლემა, ამიტომ აუცილებელია ცვლილებები კანონმდებლობაში შევიდეს. კერძოდ,ქვიშისა და ქვიშის მსგავსი სამშენებლო მასალის გადაზიდვისას მნიშვნელოვაია მთლიანად ავტომობილის ტევადობა განისაზღვროს და არა ძარაზე დატვირთვის მაჩვენებელი. ქეთევან ქავთარაძის თქმით, სამართალდამრღვევს ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების უფლება უნდა ჰქონდეს. ბაზარზე მოთხოვნის გაჩენისთანავე კი საექსპერტო დაწესებულებები აუცილებლად შეიძენენ სასწორს. საბოლოოდ, კანონმდებლობაში ცვლილებები მეწარმე სუბიექტების უსაფუძვლო დაჯარიმებისგან თავიდან არიდებაში დაგვეხმარება.

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში