error1189 2017.03.27
"OK&CG"-მ განათლების სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო

საადვოკატო ბიურო "OK&CG"-ს ადვოკატები იცავდნენ კლიენტის ინტერესებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლო დავაში. ჩვენმა ადვოკატებმა მოამზადეს სარჩელი და სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების მეორე ნაწილის - გასაუბრების მიზნით შექმნილი კომისიის სხდომის ოქმის ბათილობის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს. მხარეთა მტკიცებულებების განხილვისა და არგუმენტების მოსმენის შემდეგ, სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი და სადაოდ ქცვეული აქტი ბათილად იქნა ცნობილი, გამჭვირვალობის პრინციპის დარღვევისა და დაუსაბუთებლობის საფუძვლით. სასამართლომ განათლების სამინისტროს დააკისრა სასამართლო ბაჟისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაც. ჩვენი კლიენტის სასარგებლოდ გამოტანილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. მეორე ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს არგუმენტაცია,ძალაში დატოვა გადაწყვეტილება სხდომის ოქმის ბათილობის შესახებ და განათლების სამინისტროს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა. კლიენტის ინტერესებს ორივე ინსტანციის სასამართლოში OK&CG-ს ადვოკატები ოთარ კაჭკაჭაშვილი და დავით მუმლაძეიცავდნენ.