29 მარტს დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლის პროცესი, იგივე Brexit-ი ოფიციალურად დაიწყო. ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება ბრიტანელი ამომრჩევლის 51.9%-მა 2016 წლის 23 ივნისს გამართულ რეფერენდუმზე მიიღო. ამის შემდეგ კი დაიწყო ხანგრძლივი პროცედურა, რომელიც დღეს ახალ, დასკვნით ეტაპზე გადავიდა და მაქსიმუმ, ორ წელიწადში დასრულდება. 2017 წლის მარტში ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი "ბრექსითის" შესახებ, რომელიც დედოფალმა მოიწონა. გასვლის პროცესი კი ოფიციალურად ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის ამოქმედების შემდეგ დაიწყო. ლისაბონის შეთანხმება ევროკავშირის ერთგვარი კონსტიტუციაა. სწორედ მასშია გაწერილი კავშირის დატოვების შესაძლებლობა. "ეს არის დღე, რომელიც აუცილებლად შევა დიდი ბრიტნეთის ისტორიაში" - განაცხადა დღეს ქვეყნის პრემიერმა ტერეზა მეიმ.
რამდენ საათს მოიცავს ნორმირებული სამუშაო დრო?
რას გულისხმობს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები?
როგორ და ვის შეიძლება დაენიშნოს მეურვე/მზრუნველი?
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი